ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპანიის Greentest & WANDIO გადამზადებისა და დასაქმების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

1-ლ ივლისს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ კომპანია გრინტესტისა და ვანდიოს (Greentest & WANDIO) წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სტუმრები ისაუბრებენ დეტალურად გადამზადებისა და დასაქმების უფასო  პროგრამის შესახებ.

კურსის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კანდიდატები რეალური ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის . NET ვებ დეველოპერის პოზიციისთვის. 

კანდიდატები შეიძენენ საქართველოს წამყვან კომპანიების მიერ მოთხოვნილ ცოდნასა და უნარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი დასაქმდებიან წამყვან კომპანიებში.

სწავლისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს. სტუდენტები იმუშავებენ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე.

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • შესავალი;

  • რას ნიშნავს, იყო დასაქმებული კომუნიკაციის

უნარები, ბიზნესისა და ყოველდღიურ სამუშაო

      გარემოზე წარმოდგენის შექმნა;

  • C# პროგრამირების ენის საფუძვლები;

  • Transact SQL, Microsoft SQL Server და Entity Framework;

  • HTML / CSS;

  • ASP.NET MVC;

  • IIS და მისი დანერგვა;

  • საბოლოო პროექტი.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა შემდეგ ტექნოლოგიებზე:

  • .NET ფრეიმვორკი;

  • C# პროგრამირების ენა;

  • asp.net;

  • transact SQL.

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.


დრო: 1-ლი ივლისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)

ბანერები