ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპანია „Turnitin“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენელთა შეხვედრა ილიაუნის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან

ღონისძიებები

2016 წლის 18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია „Turnitin“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენლები, კატია ლევჩენკო და გოა ბორეკი, გამართავენ პრეზენტაციას აკადემიურ სივრცეში პროგრამა Turnitin-ის გამოყენების შესაძლებლობების    შესახებ. აღნიშნული პრეზენტაცია საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

Turnitin-ის შესახებ
მსოფლიო ლიდერი კომპანია Turnitin, ტექსტებს შორის მსგავსების გამოვლენითა და ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდებით, უზრუნველყოფს სტუდენტების შეფასებას და მათი შედეგების გაუმჯობესებას. მსოფლიოს 140 ქვეყანაში მას 26 მილიონზე მეტი სტუდენტი იყენებს.

პროგრამა Turnitin-ის გამოყენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე პროგრამა გამოიყენება საბაკალავრო საფეხურის ზოგადი მოდულის ფარგლებში და სამაგისტრო საფეხურზე აკადემიური წერისა და სამაგისტრო ნაშრომების/პროექტების კომპონენტებში.

ამავე დღეს, 12:45 საათზე, ქ-ნი კატია ლევჩენკო და ბ-ნი გოა ბორეკი გამართავენ სამუშაო შეხვედრას    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან და ასისტენტებთან,    რომლებიც სტუდენტების ნაშრომების შემოწმებისას იყენებენ პროგრამას Turnitin.

შეხვედრის დღის წესრიგი
11:30-12:30 აკადემიურ სივრცეში პროგრამა Turnitin-ის გამოყენების შესაძლებლობების პრეზენტაცია
12:30-12:45 შესვენება
12:45-13:30 სამუშაო შეხვედრა ლექტორებთან და ასისტენტებთან

დრო: 18 ოქტომბერი, 11:30 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მომხსენებელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები