ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპანია „ოდისეას“ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტური დასაქმების შესახებ

ღონისძიებები

15 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია „ოდისეა“ ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და შესთავაზებს ვაკანსიებს სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით.

წიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანია „ოდისეას“ წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სამუშაო სპეციფიკის, ანაზღაურებისა და დაწინაურების პერსპექტივების შესახებ.

დასწრება თავისუფალია დასაქმებით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/P3OFH7vx8tI969gj1

დრო: 15 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები