ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპანია

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106-ე საკონფერენციო დარბაზში (G კორპუსი,  გ. წერეთლის 2) გაიმართება კომპანიის „სუფთა წყალი“  კონკურსის პრეზენტაცია : „ჩემთან ჩემი წყალია“.
 
პროექტის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საშუალება, თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიყენონ და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის   სტუდენტებს და მაგისტრებს (სასურველია ბიზნესის სკოლის სტუდენტები და მაგისტრები). საპრიზო ფონდი 1500 ლარია.
 
მონაწილეობა უნდა მიიღონ გუნდებმა, რომელიც მინიმუმ 3(სამი)  და მაქსიმუმ 5(ხუთი) წევრისგან  დაკომპლექტდება;
თემის  იდეა უნდა იყოს ორიგინალური, არ წარმოადგენდეს აქამდე არსებულ სხვა იდეის კოპირებას;
პროექტის თემა ძირითადად ატარებს თავისუფალ ხასიათს, თუმცა:
 
თემაში უნდა ფიგურირებდეს წყალი და ბრენდი ,,ბინული“, ასევე 

რითი განსხვავდება გაფილტრული ქარხნული წესით ჩამოსხმული წყალი ონკანის წყლისაგან; რატომ უნდა დაიდგან კერძო პირებმა (ოჯახებმა) სახლში „ბინულის“ წყალი;
 
თემა უნდა ეხებოდეს 19-ლიტრიან ბოცებსა და დისპენსერებს; 

გუნდების დარეგისტრირება უნდა მოხდეს 25 ოქტომბრამდე, თითოეულმა კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სტუდენტის მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაკულტეტი, კურსი და  სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ინფორმაცია გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: marketing@binuli.ge;
კონკურსის ფარგლებში facebook-ზე შეიქმნება შესაბამისი გვერდი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას;
დავალების მიღების შემდეგ სტუდენტებს მის შესასრულებლად მიეცემათ ერთი თვე;
დაჯილდოება გაიმართება 2013 წლის დეკემბერში, შეხვედრის დრო და ადგილი სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ;
კომპანიას უფლება აქვს, შეისყიდოს და გამოიყენოს თემა, რომელიც ვერ მიიღებს საპრიზო ადგილს;
თუ  არც ერთი თემა არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, უფლებას ვიტოვებთ,  არ გათამაშდეს საპრიზო ადგილი;
თუ გუნდის წევრები შეიცვლებიან, ამის შესახებ უნდა გვაცნობონ წინასწარ;
,,ბინული“ იტოვებს უფლებას, გამოიყენოს მთლიანად ან ნაწილობრივ გამარჯვებული სარეკლამო სცენარის იდეა;
გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ილია უნის ლექტორებით და კომპანია „სუფთა წყლის“ თანამშრომლებით.

ბანერები