კომიქსები - Stan Lee
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს, 18:00-19:30 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი სანდრო გვინდაძე ისაუბრებს კომიქსებზე, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს.
კომიქსების თემის განხილვის შემდეგ, 19:30-22:00 საათზე, გაიმართება ფილმის ''The Avengers'' (2012) ჩვენება.
ფილმმა შეძლო ის, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. ''The Avengers“-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია.
დრო: 11 დეკემბერი, 18:00-19:30, 19:30-22:00 .
ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული.