ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კოლოკვიუმი თემაზე-ჰიგსის აღმოჩენა და პერსპექტივა

ღონისძიებები

გაცნობებთ, რომ 26 დეკემბერს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 დარბაზი) კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ქეთი ქააძე ჩაატარებს კოლოკვიუმს თემაზე ჰიგსის აღმოჩენა და პერსპექტივა - ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ნაწილაკთა ფიზიკის უახლესი ფუნდამენტური მიღწევაა. ეს ბოზონი იწინასწარმეტყველეს 1964 წელს და ითვლებოდა, რომ მისგან წარმოიქმნებოდა ატომების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა გამო  სამყარო არის ისეთი, როგორსაც ვხედავთ.  საყოველთაოდ ითვლება, რომ ამ აღმოჩენას ფუნდამენტური ნაწილაკების და მათი ურთიერთქმედებების სტანდატრული მოდელი სისრულეში მოჰყავს. მიუხედავად ამისა, მოდელი კვლავაც ვერ პასუხობს მრავალ კითხვას, მათ შორის ფარული მასის წარმოშობის საკითხს, იმას, თუ რატომ არის მიზიდულობა სხვა ძალებზე ბევრად სუსტი და ბევრ სხვა საკითხს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ველოდოთ ახალ მოვლენებს.

კოლოკვიუმზე საუბარი იქნება დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი ბოზონის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ჰიგსის ფიზიკის  CMS-ის (კომპაქტური მიუონური სოლენოიდის) ექსპერიმენტის უახლეს და შთამბეჭდავ შედეგებზე და სტადნარტული მოდელის მიღმა არსებულ ახალ  ფიზიკურ მოდელებზე.

ინფორმაცია მომხსენებელზე:

ქეთი ქააძე
 
განათლება:
2005 ივ.ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი
2010 კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის Ph.D
 
პოზიცია:
2010-2013 მკვლევარი CERN-ში (შვეიცარია)
2013-დან პოსტდოქტორი, ასოცირებული მკვლევარი ფერმის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ)
2014-დან კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი
 
კვლევის თემები:
ნეიტრალური ჰიგსის ბოზონის ტაუ ლეპტონების წყვილად დაშლა და სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკის ძიება ტაუ ლეპტონების მეშვეობით;
ელექტროსუსტი ვექტორული ბოზონების ფიზიკა.

ბანერები