ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კოგნიტური ტრენინგი ანორექსიული პაციენტებისათვის

ღონისძიებები

19 და 20 ივნისს, 10:00 საათზე, G 106 აუდიტორიაში ლონდონის კინგს კოლეჯის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ჭანტურია წაიკითხავს საჯარო ლექციებს სახელწოდებით: „კოგნიტური ტრენინგი ანორექსიული პაციენტებისათვის: პროცესი ლაბორატორიული კვლევიდან კლინიკურ გამოყენებამდე”.

პროფესორი ქეთევან ჭანტურიას საქმიანობა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ფოკუსირებულია კვების რეჟიმის დარღვევის, ანორექსიის დაავადებების კვლევაზე და კლინიკურ სამუშაოებზე. იგი არის რამდენიმე  პროფესიული ორგანიზაციის წევრი, როგორებიცაა: BPS, HPC, BABCP, EDRS, AED.

2005 წლიდან იგი არის კვების რეჟიმის დარღვევის ნევროფსიქოლოგიის სპეციალისტთა ჯგუფის დამფუძნებელი და კვების რეჟიმის დარღვევის კვლევის  ხელმძღვანელი მსოფლიოს უდიდეს კომპანიაში Academy Of Eating Disorders. ქეთევან ჭანტურია ასამდე პუბლიკაციის და 6 წიგნის თანაავტორია.

ბანერები