ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კლიმატის ცვლილება და საქართველო

ღონისძიებები

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა კლიმატის კვირეულის ფარგლებში

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოზე, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძირითადი რისკები და საადაპტაციო ღონისძიებები, საქართველოს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესის მიმოხილვა, ეროვნულად განსაზღვრული წვლილი კლიმატის ცვლილების შერბილებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა კლიმატის ცვლილების მიმართულებით, კვლევების საჭიროება და აკადემიური და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა. აუდიტორიას ასევე წარუდგენენ კურსს „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

შეხვედრის ორგანიზატორები არიან ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. ღონისძიების მხარდამჭერია გერმანიის დედამიწის მეგობრები (BUND) და ასევე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო. 

შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

დრო: 9 ოქტომბერი, 16:00 საათზე

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები