ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კინოპროექტის მომზადება და წარდგენა

კინოექსპერტი გაბრიელე ბრუნენმეიერი კინოპროექტების მომზადების, წარდგენის/პიტჩინგის შესახებ ოთხდღიან ინტენსიურ ვორკშოპსა და ერთ საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ვორკშოპი

ვორკშოპი გამიზნულია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, ვისაც აქვს სრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი და სურს მოამზადოს პროექტის წარდგენა/პიტჩინგი პროდიუსერებისათვის, პოტენციური დამფინანსებლებისათვის, კინოფესტივალების შესაბამისი სექციებისათვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

სახელწოდება: კინოპროექტის შეფუთვა: განვითარებიდან პრეზენტაციამდე
დრო: 16-19 ივლისი, 11:00 - 16:00 სთ
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი # 3-5, ვაკის პარკთან), აუდიტორია # G 308.
რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: http://goo.gl/pn8Kc
სამუშაო ენა: ინგლისური, გერმანული, ქართული
ვორკშოპის გვერდი ელექტრონულ სასწავლო გარემოში: http://goo.gl/WD6yB

საჯარო ლექცია

ლექცია განკუთვნილია ასევე კინოპროექტის წარდგენით დაინტერესებული პირებისათვის. დასწრება თავისუფალია.

სახელწოდება: როგორ წარვადგინოთ კინოპროექტი — პრეზენტირების ხელოვნება
დრო: 15 ივლისი, 18:00  სთ
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი (მისამართი:  ზანდუკელის #16, მე-2 სართული)

გაბრიელეს ბრუნენმეიერის შესახებ


კინოსცენარების განვითარების, კინოპაკეტების შედგენისა და პროექტის წარდგენის ექსპერტი და ევროკავშირის MEDIA პროგრამის საგანმანათლებლო ინიციატივის MAIA Workshops-ის საგანმანათლებლო ხელმძღვანელი გაბრიელე ბრუნენმეიერი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალთან და საგანმანათლებლო პროგრამასთან, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის და სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდული პროგრამა Talent Campus, ისტანბულის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების ვორკშოპი Meetings on the Bridge, რობერტ ბოშის კო-პროდუქციის პრიზი და სხვა.

გაბრიელე ასევე ხელმძღვანელობდა MEDIA  პროგრამის საინფორმაციო სამსახურს MEDIA Antenna Berlin-Brandenburg, იყო MEDIA ტრენინგების ინიციატივის Moonstone International-ის სამხატვრო მრჩეველი და კოტბუსის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც შექმნა სექცია East-West-Coproduction Market Connecting Cottbus. 2005 წლიდან ასევე მუშაობს პროექტებისა და სცენარის მრჩეველად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა დაფინანსების ფონდში Kuratorium Junger Deutscher Film.

პროექტი Reverse Brain Drain

ვორკშოპი ხორციელდება პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის „განვითარების, განათლებისა და კულტურის ფაბრიკა“ (Denkfabrik Kultur, Bildung und Entwicklung — Think Tank Culture, Education and Development) მხარდაჭერით და გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ხელოვნების სფეროში.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საჯარო ლექციების და ვორკშოპების სერიები, რომლებსაც გერმანელი და გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანები ატარებენ, ქართველი სტუდენტების პროფესიულ განვითარების მიზნით.

ინფორმაცია პროექტის შესახებ: www.rebraindrain.wordpress.com

ბანერები