ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კინოჩვენება და დისკუსია - ადამიანების უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

ღონისძიებები

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად, დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.

2017 წლის 4-11 დეკემბერს საქართველოს 7 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებათა თემები უნივერსიტეტებმა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე შეარჩიეს.

ადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენება – დოკუმენტური ფილმი „მეცამეტე“ და დისკუსია

დოკუმენტურ ფილმს „მეცამეტე“ ეწოდა სახელი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებისა, რომელმაც მონობა აკრძალა. მონობის აკრძალვის მიუხედავად, იძულებითი შრომა, როგორც მონობის თანამედროვე ფორმა, კონსტიტუციით აკრძალული არ არის. „მეცამეტე“ მოგვითხრობს ამერიკის შეერთებული შტატების ციხის სისტემასა და რასობრივი უთანასწორობის ისტორიაზე.

ეს იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის პირველი კინოჩვენება ამ სემესტრში. ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტური ორგანიზაციაა. ფილმის ჩვენების შემდეგ სტუდენტები მარიამ გაბრიჩიძე და თათა ლუაშვილი გაუძღვებიან დისკუსიას.

მოდერატორები: მარიამ გაბრიჩიძე, თათა ლუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

მონაწილეები: სამართლის სკოლის სტუდენტები და კინოკლუბის წევრები

დრო: 7 დეკემბერი, 18:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები