ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კიმ დიქსონის საჯარო ლექცია - ”The best of marketing in small and big companies''

ღონისძიებები

17 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვევით, კიმ დიქსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”The best of marketing in small and big companies''.

კიმ დიქსონს აქვს 25-წლიანი გამოცდილება მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაციული ცვლილების მართვის კონსალტინგის, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროებში. ის მუშაობდა IBM-სა და რამდენიმე ინტერნეტსტარტაპში, ასევე - მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებში. სხვადასხვა დროს ეკავა ვიცეპრეზიდენტის პოსტი მარკეტინგის მიმართულებით საშუალო ზომის კომპანიებში, რომელთაც ახალი სეგმენტების ან სადისტრიბუციო არხების ათვისება სურდათ. ქალბატონი კიმი ეხმარებოდა მცირე და დიდ კომპანიებს კონკრეტულ ინდუსტრიებში, რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ ინტერნეტის გამოყენებაზე ბიზნესმოდელების გასაუმჯობესებლად.

მის დიქსონს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსების სპეციალიზაციით დენვერის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი - მეცნიერების მიმართულებით ნიუ-იორკის წმინდა ბონავენტურას უნივერსიტეტში. ის იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მეწარმეთა დახმარების ორგანიზაციებში, რონალდ მაკდონალდსის ბავშვების საქველმოქმედო ფონდებსა და ბიზნესის მფლობელ ქალთა ასოციაციებში (NAWBO) .
კიმ დიქსონი ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში - ეხმარება ”კოდას” საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრს და მის სოციალურ საწარმოს ”art-koda”- ს ამერიკული Peace Corps- ის საშუალებით.

საჯარო ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დრო: 17 აპრილი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები