ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: გრაფიკული დიზაინი

ღონისძიებები

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში დიზაინერი მარიამ არაბული ისაუბრებს გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაზე.

ლექციის შესახებ

გიფიქრია, რა მოხდებოდა, შენს გონებაში დასახლებული იდეების ვიზუალურად გამოხატვა რომ შეგეძლოს?
და იქნებ მართლა გირჩევნია, რომ აუდიტორიას სიტყვების ნაცვლად შენი შექმნილი ილუსტრაციებით ელაპარაკო?
თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ უნილაბში, გრაფიკული დიზაინის კურსზე გელოდებით.
მანამდე კი კურსის ლექტორი მარიამ არაბული გეპატიჟებათ გაცნობით ლექციაზე, რომელზეც მომავალი თავგადასავლისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.

სპიკერის შესახებ

მარიამი 2019 წლიდან ადობეს სერტიფიცირებული წევრია და ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიზაინერად მუშაობს.

დრო: 31 ოქტომბერი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: უნილაბის  Facebook გვერდი 

ბანერები