ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: ციფრული კომუნიკაციები

ახალი ამბები

დღეს, როცა თითქმის ყველა იდეის ხორცშესხმას ტექნოლოგიები გვიადვილებენ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნილი პროდუქტით საზოგადოების დაინტერესება. მარკეტინგის და მარკეტერის მნიშვნელობაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ სფეროს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები სოციალურმა ქსელებმა მისცა.

ამ მოთხოვნადი და საინტერესო პროფესიის, ციფრული კომუნიკაციების კურსი ილიაუნის კიბერლატორია უნილაბში შეგიძლია გაიარო. 

უფრო დეტალურად კი აღნიშნული კურსის შესახებ ღია ლექციაზე გიორგი ბაციაშვილისგან, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და დეველოპერისგან შეგიძლია გაიგო.

გიორგი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ციფრული რეკლამის სტაჟირების მიმართულების მენეჯერია. ასევე ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს რამდენიმე კომპანიაში.

გელოდებით  4 ნოემბერს, 20:00 საათზე, უნილაბის facebook გვერდზე.

ბანერები