ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: c

ღონისძიებები

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში თეონა ტილკავაშვილი ისაუბრებს c#-ის გამოწვევებზე. 

ლექციის შესახებ

იცოდი, რომ პროგრამირება მომავლის პროფესიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა?
უნილაბის კიბერლაბორატორია სწორედ c#-ის შესწავლასა და საკუთარი თავის ახალ პროფესიაში აღმოჩენას გთავაზობს.
კურსის განმავლობაში გაეცნობით ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მთავარ პრინციპებს და დამოუკიდებლად შეძლებთ მათზე მუშაობას.
კურსის ბოლოს კი გეცოდინებათ, როგორ იმუშაოთ ცვლადებთან, მასივებთან, მეთოდებთან, კლასებთან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას სხვადასხვა ალგორითმის გამოყენებით შეძლებთ.
პროგრამულ სამყაროში ამ დაუვიწყარ მოგზაურობამდე გიწვევთ ღია ლექციაზე, რომელზეც კურსის ლექტორი თეონა ტილკავაშვილი c#-ის გამოწვევებზე მოგიყვებათ და ახალი თავგადასავლისთვის საჭირო ინფორმაციას გაგაცნობთ.

სპიკერის შესახებ

თეონა ახალი მედიატექნოლოგიების ინჟინერიის მაგისტრია, ამჟამად კარიერას Front-end დეველოპერად აგრძელებს Dasta Records Management-ში და თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

დრო: 21 ნოემბერი, 19 საათი

ადგილმდებარეობაუნილაბის  Facebook გვერდი

 

ბანერები