ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კახაბერ გოშაძის საჯარო ლექცია: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - მითი თუ რეალობა?

ღონისძიებები

23 ივნისს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი, კახაბერ გოშაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - მითი თუ რეალობა?

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

დრო: 23 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები