ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კატრინ ვოტსონის საჯარო ლექცია „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება და ბილინგვური განათლება"

ახალი ამბები

14 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორის კატრინ ვოტსონის წაიკითხავს საჯარო ლექციას „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) და ბილინგვური განათლება".

მომხსენებელი ისაუბრებს ენისა და საგნის ინტეგრირებულ სწავლებასა და ბილინგვურ სწავლებაზე; ამ მიდგომით სწავლების საკუთარ გამოცდილებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი ყურადღება დაეთმობა CLIL სწავლებას დანიაში (როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო მასწავლებლის განათლების დონეზე), რაც საკმაოდ ახალი ფენომენია. ასევე შეეხება ორენოვან სასწავლო გარემოს სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიაში (მომხსენებლის მშობლიური ქვეყანა). მოხსენებაში განხილული იქნება CLIL მიდგომით სწავლების უპირატესობები და ასევე ის დილემები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამ მიდგომით სწავლებისას.

მომხსენებლის შესახებ

კატრინ ვოტსონი, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორი, დანიის სკოლების ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ავტორი, ამავდროულად თანამშრომლობს დანიის განათლების სამინისტროსთან და ჩართულია სასკოლო ტესტების შემუშავებაში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები