ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კატასტროფების რისკის მართვა – გამოწვევა განვითარებისთვის

ღონისძიებები

19 აპრილს (09:00–18:00) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის (ყოფილი „ენციკლოპედიის“ შენობა) 106-ე აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ”კატასტროფების რისკის მართვა – გამოწვევა განვითარებისთვის”.
 
კონფერენცია ორგანიზებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შემსწავლელი ფაკულტეტის (ITC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. კონფერენციის ფარგლებში მოხდება საქართველოს ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ატლასის პრეზენტაცია, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიების და ტექნოლოგიების საფუძველზე მომზადდა. კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები წარმოადგენენ კატასტროფების რისკების მართვის და რისკების შეფასების აპრობირებულ და ინოვაციურ მიდგომებსა და კვლევებს.
 
დასწრება თავისუფალია, გათვალისწინებულია კონფერენციის სინქრონული თარგმანი.

ბანერები