ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კატარინა პრინციპეს საჯარო ლექცია: ახალი მემარცხენე მოძრაობები და პარტიები ევროპაში გადააზრება და დებატები

ღონისძიებები

20 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, EMC-ის ფორუმის - „ჩაგვრის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა“ - ფარგლებში, პორტუგალიელი მემარცხენე აქტივისტი, კატარინა პრინციპე, წაიკითხავს საჯარო ლექციას - ახალი მემარცხენე მოძრაობები და პარტიები ევროპაში: გადააზრება და დებატები.

ლექციის შესახებ

ევროპა ბოლო ათწლეულის განმავლობაში რადიკალური მემარცხენეობის რეკონსტრუქციის მოწმე გახდა. კატარინა პრინციპეს ლექცია ყურადღებას სწორედ ამ პროცესზე გაამახვილებს. ლექცია ამ პროცესს, უპირველესად, მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების კრიზისთან, მათი მხარდამჭერების სხვა ბანაკში გადასვლასთან და იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან დააკავშირებს, რომლებიც მზარდ კრიზისში ჩაფლული (ევროპული), ლიბერალური დემოკრატიით უკმაყოფილონი არიან. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ლექცია მიმოიხილავს:

  • მნიშვნელოვან ბოლოდროინდელ ანალიზს ახალი, ევროპული რადიკალი მემარცხენე პარტიების შესახებ, რომლებიც, რადიკალი მემარცხენე პარტიების ისტორიული დაჯგუფებებისაგან განსხვავებით, ცალკეულ „პარტიულ ოჯახად“ ჩამოყალიბდნენ;
  • დასავლეთ ევროპაში წარმოქმნილი ახალი სოციალური მოძრაობების დინამიკას;
  • მემარცხენეობის შესახებ არსებულ თანამედროვე სტრატეგიულ დისკუსიებს, მათ შორის კრიზისზე პოლიტიკურ რეაგირებასა და ევროპულ პროექტთან მის კავშირზე.

მომხსენებლის შესახებ

პორტუგალიელი სოციალური მოძრაობის აქტივისტი, კატარინა პრინციპე, პორტუგალიის მემარცხენე ბლოკისა (Bloco de Esquerda) და გერმანული „დიე ლინკეს“ (Die Linke) წევრი და ჟურნალ Jacobin-ის მოწვეული რედაქტორია. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი თანაავტორობით დაწერილი წიგნი „აჯანყებული ევროპა - ახალი ევროპული მემარცხენეობის რუკა“.

ლექციის ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე)

დრო: 20 იანვარი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები