ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარნეგის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორიაში გაიმართება ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ეროვნული საბჭოს მიერ 2016-2017 აკადემიური წლისათვის კარნეგის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, რომელთაც არ სურთ აკადემიური ხარისხის მიღება შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. მონაწილეები კვლევას ჩაატარებენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში; სტიპენდიატები კვლევებს ჩაატარებენ კონკრეტულ თემებზე სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, დაწერენ 15-30-გვერდიან სამეცნიერო სტატიას და, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, წაიკითხავენ ლექციებს, რათა ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და განათლების განვითარებას საკუთარ რეგიონში.

სტიპენდია მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს;
  • საორიენტაციო პროგრამას ვაშინგტონში გამგზავრებამდე;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საშვს ბიბლიოთეკებსა და არქივებში, ასევე კურსდამთავრებულთა აქტივობებზე.

გარდა ამისა, ფონდის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, შეიძინონ წიგნები და კვლევისათვის საჭირო სხვა ნივთები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდავეთის, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეებს;
  • აპლიკანტებს, რომელთა კვლევითი თემა ეხება CASE-ის მიერ არჩეულ ერთ-ერთ საკითხს;
  • კურსდამთავრებულებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერებს, რომელთაც არ აქვთ რაიმე სახის მიმდინარე კვლევა აშშ-ის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • მკვლევრებს, რომლებსაც აქვთ "Kandidatska" ხარისხის ეკვივალენტური ან უფრო მაღალი ხარისხი, ან მუშაობენ "Kandidatska" ხარისხზე;
  • მკვლევრებს, რომელთა წერითი და სალაპარაკო ინგლისურის დონე დამაკმაყოფილებელია დამოუკიდებელი კვლევების ჩასატარებლად;
  • მეცნიერებს, რომლებსაც აქვთ პუბლიკაციები კონკრეტულ სფეროში;
  • მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ და შეინარჩუნონ შეერთებული შტატების J-1 ვიზა.
  • მკვლევრებს, რომლებსაც შეუძლიათ დაიწყონ კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის სექტემბერს ან 2017 წლის იანვარში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულებს:

  • http://www.nceeer.org (Carnegie Program)
  • http://www.americancouncils.ge

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე:

დასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ და დაგვიდასტუროთ დასწრება შემდეგ ელფოსტაზე: development@iliauni.edu.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2016

პრეზენტაციის დრო: 25 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები