ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2013 წლის, 10 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის გამზ. #32) გაიმართება კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია.

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებენ კონკურსს კარნეგის კვლევით სასტიპენდიო პროგრამაზე შეერთებულ შტატებში 2013-2014 აკადემიურ წელიწადზე. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევრებს, მონაწილეობის უფლების მქონე  რეგიონებიდან შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი, ინდივიდუალური კვლევისთვის გრანტის მოსაპოვებლად ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს, მკვლევრებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმატებულ სტუდენტებს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ თემაზე  სამხრეთი კავკასია: ცხოვრება გარდამავალ პერიოდში.

 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2013.

ბანერები