ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარიერული განვითარების ვორკშოპები – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ კარიერული განვითარების უფასო ვორკშოპებს. თითოეული ვორკშოპი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: CV-ის შედგენის ტექნიკა, ინტერვიუ დამსაქმებელთან, სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია.

ვორკშოპებზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად. 

მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დაესწრონ სამი თემატური ვორკშოპიდან ყველას ან შეარჩიონ მათთვის სასურველი რომელიმე თემა/ები:

  • ვორკშოპი: სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია 
  • ვორკშოპი: CV-ს შედგენის ტექნიკები
  • ვორკშოპი: ინტერვიუ დამსაქმებელთან

თითოეული ვორკშოპი გაიმართება 4-4 ჯგუფისთვის, ამიტომ რეგისტრაციისას შეგიძლიათ მოცემული ვარიანტებიდან თქვენთვის ხელსაყრელი დრო შეარჩიოთ.

გაითვალისწინეთ, რომ თითო თემატური ვორკშოპი ჩატარდება ორ სესიად. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა ორი საათი. მეორე სესია გაიმართება შემდეგ კვირას, იმავე დროს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს შესასრულებელი ექნებათ დავალება. სტუდენტები, რომლებიც დავალებას დადგენილ ვადაში შეასრულებენ, მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს, ხოლო მეორე სესიაზე კიდევ ერთხელ შეძლებენ განმავითარებელი შეფასების მიღებას.

ვორკშოპების განრიგი იხილეთ ბმულზე.

ვორკშოპებზე რეგისტრაცია

ბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენთვის სასურველი თემატური ვორკშოპის დასახელების ქვევით შეარჩიეთ ჯგუფი ხელსაყრელი თარიღის და დროს მიხედვით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კვოტის შევსების შემდეგ შესაბამისი ჯგუფის არჩევის შესაძლებლობა შეიზღუდება. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ელ. ფოსტით.

რეგისტრაცია: https://forms.gle/RHKX1cYxdLE4ioUSA

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub-ი და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

2021 წელი

ბანერები