ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარიერული განვითარების პროექტის Level Up პირველი ლექცია „LinkedIn და კავშირების დამყარება“

ღონისძიებები

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ადამიანური რესურსების მენეჯერი ანა ჩაჩიბაია წაიკითხავს კარიერული განვითარების პროექტის Level Up პირველ  ლექციას.

ლექციის თემებია:

  • LinkedIn
  • კავშირების დამყარება (Networking)

მომხსენებელი განიხილავს, როგორ გამოვიყენოთ LinkedIn პროფესიული მიზნებისთვის, როგორ დავამყაროთ და განვამტკიცოთ სამუშაო და კარიერული კავშირი და შევქმნათ პროფესიული ქსელი, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება კარიერული განვითარების პროცესში.

ანა ჩაჩიბაიას 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში, ამჟამად საქმიანობს შემომყვანი ტურიზმის სფეროში, კომპანიაში „მიმინო კავკასიაში“.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

 

2025

 

ბანერები