კარიერული განვითარების პროექტის Level Up II ლექცია „რეზიუმეს შედგენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“
ღონისძიებები
21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ანი ზურაბაშვილი წაიკითხავს ლექციას, რომლის თემებია:
- რეზიუმეს (CV) შედგენა
- დამსაქმებელთან გასაუბრება
შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას კარიერის დაგეგმვის საწყის ეტაპზე. მომხსენებელი განიხილავს ეფექტური რეზიუმეს შედგენის პრინციპებს, გასაუბრებისას კომუნიკაციის სტრატეგიებისა და დამსაქმებლის მოლოდინის უკეთ გაგების გზებს.
ანი ზურაბაშვილი ადამიანური რესურსების მართვისა და შერჩევის მენეჯერია, ასევე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების შერჩევისა და ტალანტების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2025