ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კანადელი პროფესორი საქართველოში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, 21, 22 და 23 იანვარს, 19:00 საათზე, G106-ში (გ.წერეთლის N2), ლექციებს (ინგლისურ ენაზე) წაიკითხავს კანადელი პროფესორი ფრენსის კოლბერი კულტურის მარკეტინგის თემაზე.

ფრენსის კოლბერი - პროფესორი მარკეტინგის სფეროში. არის: ხელოვნების მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარე მონტერეალის კარმელი და რემი მარკოუქსის უნივერსიტეტში, საბაკალავრო ნაშრომებისა და მაგისტრების ხელმძღვანელი  კულტურის ორგანიზაციის მენეჯმენტში, სადოქტორო პროგრამის ”ხელოვნების მარკეტინგი, მენეჯმენტი და კულტურის ინდუსტრია” ხელმძღვანელი, საერთაშორისო ჟურნალ „ხელოვნების მენეჯმენტის“ დამფუძნებელი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი.

ფრენსის კოლბერი არის ქალაქის სარედაქციო საბჭოს, სახელწოდებით „კულტურა და საზოგადოება“, წევრი.  

2002 წლის მაისში დაჯილდოვდა კანადის ორდენით მიღწევებისა და ხელოვნების მენეჯმენტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2005 წელს გახდა კანადის სამეფოს საზოგადოების საბჭოს წევრი. 2006 წელს მიიღო ACE-ს ჯილდო კულტურის მოღვაწეთა ასოციაციის მიერ.                                                                                           

პროფესორი კოლბერი 30 წელზე მეტია  ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეობს. ის ძირითადად მუშაობს საშემსრულებლო ხელოვნებაში, სამუზეუმო და კინოს სექტორში. ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარებული აქვს არაერთი სასწავლო ტრეინინგი, სემინარი. პროფესორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარკეტინგსა და მენეჯმენტს კულტურის კონტექსტში. 

ფრენსის კოლბერი იყო და არის 22 კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საბჭოს წევრი. 8 წლის განმავლობაში (2003 წლამდე) იყო კანადის ხელოვნების საბჭოს საპატიო თავმჯდომარე. ასევე, იყო ისეთი დიდი ორგანიზაციების საბჭოს წევრი როგორებიცაა კანადის გრანდ ბალეტი, კვებეკის რადიო და ა.შ.

ფ. კოლბერი ხელოვნების მენეჯმენტის სასწავლო კურსის ფარგლებში კითხულობს ორ საგანს: „კულტურის ორგანიზაციის მარკეტინგი“ და „კულტურის პოლიტიკა“. დოქტორანტებისთვის ატარებს სემინარს თემაზე „ხელოვნების მარკეტინგის საფუძვლები“. არის ავტორი წიგნისა „კულტურისა და ხელოვნების მარკეტინგი“ („Le Marketing des arts et de la culture“), რომელიც უკვე 9 ენაზე ითარგმნა და მესამედ გამოიცა. პროფესორი კოლბერი არის „ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის საერთაშორისო კონფერენციის“  (AIMAC) სამეცნიერო კომიტეტის დამფუძნებელი პრეზიდენტი და თანათავმჯდომარე.

ფ. კოლბერი არის 150-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ რიცხვშია სტატიები რეფერირებულ და არარეფერირებულ ჟურნალებში, წიგნები, ბიბლიოგრაფიები და კვლევითი მოხსენებები ხელოვნების მარკეტინგის შესახებ. ამის გარდა, ჩატარებული აქვს უამრავი კონფერენცია, სემინარი კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე კვებეკში, კანადაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, კოლუმბიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, რუსეთში, შვედეთში, ესპანეთსა და იაპონიაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროფესორ ფრენსის კოლბერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ მისამართზე: http://www.gestiondesarts.com/index.php?id=34

ბანერები