ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კამპანია „ეს შენ გეხება“ - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

17 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, კამპანიის - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ - ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, დავით კლდიაშვილი, და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრაზე ორგანიზატორები ისაუბრებენ კამპანიის შინაარსზე და სამომავლო გეგმებზე.

კამპანია - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საპასუხოდ განახლდა. მისი მიზანია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნების თავისუფლების დასაცავად ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს უკანონო მოსმენების და მიყურადების პრაქტიკა. 

დრო: 17 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

 დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები