ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰარშა რამის, საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“

ღონისძიებები

24 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის, ჰარშა რამის საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

ჰარშა რამი - ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და სლავური ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტის პროფესორი. ჰარშა რამის აკადემიური საქმიანობა და ინტერესი მრავალ დისციპლინაზე, რამდენიმე საუკუნესა და თითქმის სამყაროს ნახევარზე ვრცელდება, მათ შორის რუსულ, ქართულ ინდურ და იტალიურ ლიტერატურებზე, შედარებით მოდერნულობებსა და ნაციონალიზმის, იმპერიალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის თეორიებზე. მის ნაშრომებში რუსული და ევროპულ რომანტიზმი, სიმბოლიზმი და ავანგარდია განხილული. ამ დროისთვის მისი ბოლო ნაშრომია „იმპერიული ამაღლებული: იმპერიის რუსული პოეტიკა“ (2003). მისი მომავალი პროექტის სათაურია „გზაგასაყართა ქალაქი: ტიფლისური მოდერნიზმი და რუსულ-ქართული შეჯახება“.

„ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“
ლხინის, სმისა და სადღეგრძელოს გაერთიანებით ქართულმა ნადიმობამ ნაციონალური შტრიხის სტატუსი შეიძინა. მაგრამ რამდენად უნიკალურია ქართული ლხინი? როგორც ჩანს, სადღეგრძელოს ქართული პრაქტიკა ღრმად ლიტერატურული მიმოცვლის ნაყოფია, რომელიც კავკასიის რეგიონის ფარგლებს სცდება და რომანტიკული პოეზიის რუსულ და ბრიტანულ ტრადიციებზე მიუთითებს. ამ გენეალოგიის გამოკვლევა აჩვენებს, თუ როგორ გამოიწრთო „ნაციონალური“ ზნე-ჩვეულება მეცხრამეტე საუკუნის ქართულ და რუსულ ელიტებს შორის წარმართული სოციალური ინტერაქციებისგან. ამგვარად, ჩემი მოხსენება კონტრიბუციაა ნაციონალურს, იმპერიულსა და კოსმოპოლიტურს შორის არსებული მიმართებების გარშემო მიმდინარე დებატებში და ცდილობს, აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურის ისტორიამ და ფილოლოგიამ პროდუქტიული დიალოგი აწარმოოს პოსტსაბჭოთა ანთროპოლოგიასა და რუსული ისტორიოგრაფიის „იმპერიულ შემობრუნებასთან“.

დრო: 24 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები