ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კაი ლინდსტრომის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (A კორპუსი) გაიმართება აბო აკადემიის უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორის, კაი ლინდსტრომის საჯარო ლექცია თემაზე: "ანთროპოგენური ზემოქმედება თევზების  შეწყვილების სისტემაზე".

წყლის ეკოსისტემების ძირეული  ცვლილებები მსოფლიო გამოცდილებით ძირითადად ადამიანის აქტივობებითაა განპირობებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებიდან არის ევტროფიკაცია და ქიმიური დაბინძურება. წარმოდგენილ პრეზენტაციაში პროფესორი ლინდსტრომი გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წყლის სიმღვრივემ და ენდოკრინული სისტემის დამრღვევმა ქიმიურმა ნივთიერებებმა (EDC - endocrine disrupting chemicals) მოახდინოს  ზემოქმედება თევზების შეწყვილების სისტემებზე.  მოდელ სისტემად გამოყენებული იქნება ზღვის პატარა თევზი - შლამის ღორჯო, რომლისთვისაც დამახასიათებელია მზრუნველობა შთამომავლობაზე მამრობითი ხაზით. ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ახდენს გავლენას წყლის სიმღვრივე და დაბინძურება თევზების შეწყვილების სისტემის ფუნქციონირებაზე, რაც, თავის მხრივ, აისახება სქესობრივი გადარჩევის ქვეშ მყოფ ნიშნებზე.

ბანერები