ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კაფკას მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გიწვევთ ფრანც კაფკას  დაბადებიდან (დაბ. 1883 წ. 3 ივლისს) 130 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. გამომცემლობა "პეგასი" წარმოგიდგენთ ფრანც კაფკას იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ  კრებულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ქართველი მთარგმნელის მიერ თარგმნილ რჩეულ მოთხრობებს. გამომცემლობა "პეგასი' ღონისძიების სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს კაფკას მოთხრობების კრებულს.
პრეზენტაცია გაიმართება 2013 წ. 3 ივლისს, ოთხშაბათს,  18.00 სთ. ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში.
მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H-104.
დასწრება თავისუფალია.

ბანერები