ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჟურნალისტ რაიან ჩილკოტეს საჯარო ლექცია ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტი - „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) - და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ.

ლექციას წაიკითხავს ამერიკელი ჟურნალისტი რაიან ჩილკოტე.

მომხსენებლის შესახებ

რაიან ჩილკოტე მრავალგზის დაჯილდოებული ეკონომიკური რეპორტიორია. მისი პროფესიული საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებს. CNN-ის და ბლუმბერგის ტელევიზიებში მუშაობისას რაიან ჩილკოტე არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე.

უნიკალური ჟურნალისტური პრაქტიკის წყალობით, რაიან ჩილკოტეს აქვს მსოფლიო ლიდერებისგან ინტერვიუების აღების გამოცდილება. იგი მუდმივად აშუქებს გლობალურ ბიზნესღონისძიებებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში (შვეიცარია).

ჩილკოტე არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მათ შორისაა „ემის“ ჯილდოზე ნომინირებული სიუჟეტი ბესლანის ტრაგედიის დროს დაკარგული ბავშვის შესახებ.

დრო: 10 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები