ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჟოაო ჟილბერტოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

ღონისძიებები

პირველ თებერვალს, შაბათს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი გიწვევთ დიდი ბრაზილიელი მუსიკოსის, მომღერლის, კომპოზიტორისა და გიტარისტის, ბოსა ნოვას მუსიკალური ჟანრის პიონერის, ჟოაო ჟილბერტოს ხსოვნისადმი მიღვნილ კონცერტზე.

კონცერტში მონაწილეობენ ილიაუნის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტები: თიკო ღვაბერიძე, სალომე წულუკიძე, მერცია ქუთათელაძე, მარიამ გიორგაძე, ალბინა ჯანელიძე, ლალი გოგიძე, ნინი ასილიანი, ვახო გვახარია და ნინი ბოკუჩავა, რომელთაც პროფესორი ირინე ებრალიძე ხელმღვანელობს.

დრო: პირველი თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები