ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჟესტური ენის როლი ყრუთა განათლებაში

ღონისძიებები

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) მოეწყობა მრგვალი მაგიდა - ,,ჟესტური ენის როლი ყრუთა განათლებაში”. კონფერენციის მიზანია ყრუთა განათლების მიმართულებით არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რეკომენდაციების შემუშავება სამთავრობო სტრუქტურებისთვის, ჟესტური ენისთვის სტატუსის მინიჭების  საკითხის განხილვა, ჟესტური ენის, როგორც  ყრუთა კომუნიკაციის  ერთადერთი საშუალების  განვითარება  და  პოპულარიზაცია.

ბანერები