ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჟან-კრისტოფ სალადენის საჯარო ლექცია: „ჰუმანიზმი და რელიგია – ძმათამკვლელობის ისტორია“

ღონისძიებები

5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ჟან-კრისტოფ სალადენი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ჰუმანიზმი და რელიგია – ძმათამკვლელობის ისტორია.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ფრანგული ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freidienne.

ჰუმანიზმის დაბადება XIV საუკუნის იტალიაში აზროვნების ისტორიაში იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც მეცნიერი განსაკუთრებული კუთხით განიხილავს: როგორ შესძლეს ჰუმანისტებმა, რომ დასავლური აზროვნება კრიტიკული აზრისათვის ღია გახადეს, ე. ი. გზა გაუხსნეს მეცნიერებას, მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის ძალადობრივი წინააღმდეგობისა? მომხსენებელი წარმოაჩენს, რომ ეს ბრძოლა, რომელიც ჰუმანისტებსა და ეკლესიას შორის ანტიკური კულტურისა და ენის ნიადაგზე მიმდინარეობდა, დღემდე გრძელდება.

მომხსენებლის შესახებ

ჟან-კრისტოფ სალადენი არის სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლის ისტორიის დოქტორი (École des Hautes Études en Sciences sociales), ევროპის ისტორიის სპეციალისტი. იგი ხელმძღვანელობს გამომცემლობა éditions des Belle-ის კოლექციას „ჰუმანისტების სარკე“. სალადენი არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორია:

* ბერძნული ენა და რენესანსი (1999);

* ჰუმანიზმის იდეალური ბიბლიოთეკა (2008);

* დიდი რელიგიები გაუთვიცნობიერებლებისათვის (2016);

* რენესანსის ისტორია (2017).

ლექციის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)
დრო: 5 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები