ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“

ღონისძიებები

18 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, დოქტორებს, დამოუკიდებელ მკვლევრებს.

მონაწილეობის მსურველებმა, 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ მიმართულებებში:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა;
  • სადაზღვევო საქმე.

ნაშრომებს განიხილავს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი და მონაწილეებს პასუხს აცნობებს არაუგვიანეს 5 ივნისისა.

კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" - მეორე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი გამოდის როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით. ჟურნალის ელექტრონული მისამართია www.hepoins.com.

ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგში, მათ შორის, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჯანდაცვის ეკონომიკაში, სადაზღვევო საქმეში, ფარმაციის პოლიტიკასა და მენეჯმენტში. სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში - „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ - სტატიის გამოქვეყნების მსურველებმა ნაშრომი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: tengiz.verulava@iliauni.edu.ge.

მონაწილეობის პირობებისა და წარსადგენი ნაშრომის გაფორმების წესის შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.

კონფერენციის დრო: 18 ივნისი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის #1, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები