ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იულია მალიშნიგის კომპოზიციის პრემიერა და ვორკშოპი ახალგაზრდა გიტარისტებისთვის

ღონისძიებები

2016 წლის  13 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი  უმასპინძლებს ცნობილ ავსტრიელ გიტარისტს, მომღერალსა და კომპოზიტორს, იულია მალიშნიგს.

მუსიკოსი ქართველ მსმენელს შესთავაზებს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის პრემიერას, რომელიც ცნობილი ავსტრიელი მწერლის, იოზეფ როთის, ნოველის - „ყმაწვილი მუსიკოსისა და მშვენიერი პრინცესას ამბავი“ - მიხედვით შეიქმნა.

იულია მალიშნიგი შეასრულებს კიდევ რამდენიმე ნაწარმოებს თავისი ახალი ალბომიდან „Kiss of Life“, მათ შორის, სიმღერას - „Georgia“, რომლის შექმნა კომპოზიტორს 2013 წელს საქართველოში პირველად მოგზაურობისას მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართება მოკლე ვორკშოპი, რომლის ფარგლებშიც, მუსიკოსი სასარგებლო რჩევებს მისცემს ახალგაზრდა გიტარისტებს შესრულების ტექნიკაში, თეორიასა და იმპროვიზაციაში.

ღონისძიება გაიმართება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროექტის - „სამი ქვეყანა - ერთი ენა.  გერმანული ენის თვე“ - ფარგლებში.

დრო: 13 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები