ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

8 იანვარს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (ილიაუნის S კორპუსი) მოეწყობა ამავე უნივერსიტეტის იტალიური ენის პედაგოგების, მანანა სიფრაშვილისა და ციცინო ტაბატაძის, მიერ მომზადებული იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე და სხვა საპატიო სტუმრები.

დრო: 8 იანვარი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, იტალიური კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის ქ. №3)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები