ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

IT Talk „შენი ბრენდის შექმნა LinkedIn-ზე“

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში DataArt Georgia-ისა და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით DataArt-ის მარკეტინგის სპეციალისტი ნადია სმოროდინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „შენი ბრენდის შექმნა LinkedIn-ზე".

ციფრულ სამყაროში სოციალური ქსელები გადამწყვეტი საშუალებაა ადამიანის პროფესიული განვითარებისთვის, კერძოდ, LinkedIn უნიკალური პლატფორმაა უნარებისა და გამოცდილების გასაზიარებლად. LinkedIn გთავაზობთ მრავალფეროვან შესაძლებლობას, განსხვავებული იყოთ სხვა კანდიდატებისგან და განავითაროთ პერსონალური ბრენდი.

ნადია სმოროდინა, DataArt-ის რიგის ფილიალის მარკეტინგის სპეციალისტი, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას:

  • რატომ LinkedIn? – აუცილებელია გავაცნობიეროთ LinkedIn-ის მნიშვნელობა პროფესიულ გარემოში;
  • თქვენი პერსონალური ბრენდის მაქსიმიზაცია: ისწავლეთ LinkedIn ის გამოყენება მიმზიდველი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებთან გაკავშირებთ;
  • DataArt's Brand Ambassadors Project გაგიზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა DataArt-ისთვის LinkedIn-ზე აქტიურობა და როგორ გააძლიერა მან ბრენდი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023

 

 

 

ბანერები