ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

IT დასაქმების ფორუმი ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის Advanced IT Trainings-ის ფარგლებში 7 ივლისს 12:00 საათიდან IT დასაქმების ფორუმი გაიმართება

ფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს შეხვდნენ IT კომპანიების წარმომადგენლებს, გაიგონ მათი სერვისების, შეთავაზებების შესახებ, გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების Advanced IT Trainings კურსდამთავრებულები.

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება Advanced IT Trainings-ის DevOps კურსის პროექტების პრეზენტაცია, კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტების ფინალური პროექტები, მოეწყობა მათ მიერ შესულებული საინჟინრო და ტექნოლოგიური პროტოტიპების დემონსტრაცია.

კომპანიებისთვის გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ გასაუბრებასა და სტაჟირების, დასაქმების პროგრამებზე ინფორმაციის მიღებას.

პროექტი “Advanced IT Trainings” 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა ინტენსიური კურსები DevOps მიმართულებით.

IT დასაქმების ფორუმზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამისათვის საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, რათა მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/eztBkYMnHwXNkqUE7

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში ისეთი სექტორების გაძლიერებას, რომელთაც აქვთ დიდი პოტენციალი დასაქმების ბაზრის გაფართოების, შემოსავლის ზრდისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით.

დრო: 7 ივლისი, 12:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, G106, გ. წერეთლის ქუჩა N1

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

2023 
ბანერები