ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ისტორიკოსისა და ინდოლოგის, ტილმან კულკეს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

29 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ ისტორიკოსისა და ინდოლოგის, ტილმან კულკეს საჯარო მოხსენებაზე „სახალისო მეცნიერება,  ანუ მოგოლთა ხანის  (1526-1857) ისტორიოგრაფიული ტექსტების ანალიზისთვის გერმანულენოვანი ეგზეგეტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის სარგებლობის შესახებ" (Die fröhliche Wissenschaft. Oder: Vom Nutzen der deutschsprachigen Exegese und Literaturwissenschaft für die Analyse historiographischer Texte während der Mogulzeit (1526-1857)).

ტილმან კულკე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. იგი მუშაობს გლობალური ისტორიის საკითხებზე. 

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 29 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები