ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ისტორიის რეკონსტრუქციები“ - აკადემიური ჟურნალის პრეზენტაცია.

ღონისძიებები

30 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - პრეზენტაცია.

აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ დაფუძნდა 2015 წლის 25 იანვარს. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში.

ჟურნალში შესულია სტატიები:

  • საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია: „კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს:  გაერთიანების ელიტარული მცდელობები“
  • ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მაგისტრი მარიამ მათიაშვილი: „თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50–80–იანი წლების თბილისის სოციო–ურბანული პორტრეტისთვის)“
  • ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი: „ახალციხე– ქართული „იერუსალიმი“
  • ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია: „სულხან საბა ორბელიანი: ევროპა ქართველი მზერით“

დრო: 30 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

2015 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები