ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ისტორიის რეკონსტრუქციები“ - აკადემიური ჟურნალის მეორე ნომრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აკადემიური ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში შესული სტატიების ავტორები თავად წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს; პრეზენტაციაზე განხილული იქნება სარედაქციო ჯგუფის სამომავლო გეგმებიც.

ჟურნალში შესულია შემდეგი სტატიები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ავთანდილ ჯოხაძე: „XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული სახელმწიფო“;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, მარიამ მათიაშვილი და თამარ თოლორდავა: „ბათუმი და ქუთაისი - საქართველოს მოდერნიზაციის აგენტები“;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ბახტაძე:  „საბედისწერო შეცდომები (1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ და ომისას დაშვებული შეცდომები)“;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რეზი ქოიავა: „ორი პრეზიდენტი და სამხედრო საბჭო – ნაბიჯით წინ და უკან დემოკრატიისკენ“;
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიის დოქტორი, პოლკოვნიკი არჩილ ჩაჩხიანი:  „თურქიზმის, ,,დიდი თურანისა” და ჯადიდიზმის ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები“.

დრო: 8 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები