ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირინა სულხანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

ღონისძიებები

27 თებერვალს, 19:30-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი მართავს უნივერსიტეტის თანამშრომლის, ირინა სულხანიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო მამრაძის დოქტორანტები და კლასდამთავრებულები: ქეთევან შარუმაშვილი, სოფიო გელაშვილი-ტროისო, თინათინ მამულაშვილი, ნათია ბერაია, თედო დიაკონიძე და დაჩი თაქთაქიშვილი.
პროგრამაშია ბეთჰოვენის, მოცარტის, შოპენის, ლისტის,სკრიაბინის, ვერდისა და ბოიტოს ნაწარმოებები.

დრო: 27 თებერვალი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები