ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირანული ფილმის ჩვენება

ღონისძიებები

26 აპრილს, 17.00 საათზე, ილიაუნის 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ირანული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „პირველი ნაბიჯი“ (“The First Move”/"حركت اول") ჩვენება.

ფილმში აღწერილია საზარელი ბოროტმოქმედი მოთამედი როგორ კლავს ბიზნეს-პარტნიორს, შემდეგ კი ყალბი პასპორტით შედის ირანში და ცდილობს, მისი ქონება ხელში ჩაიგდოს. პოლიცია ეძებს დამნაშავის თავშესაფარს, თავის მხრივ კი, სარა, მოკლული ბიზნესმენის შვილიშვილი, მეგობრების დახმარებით ცდილობს რევანშის აღებას მოთამედზე, რათა დაიბრუნოს მოპარული ქონება, რომელიც მის ბაბუას ეკუთვნის.

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ფარჰად ნაჯაფი.

როლებში: ელნაზ შაქერდუსთი, ფურია ფურსორხი, ლეილა ოთადი, თირდად ქიაი და სხვ.

ენა: სპარსული (ინგლისური სუბტიტრებით)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები