ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირანული დოკუმენტური ფილმების ჩვენება

ღონისძიებები

შაბათს, 24 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (გ.წერეთლის 3, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება ირანული დოკუმენტური ფილმის დღე. ინსტიტუტის წარმომადგენლები იქნებიან რეგიონალური დირექტორი და უფროსი მკვლევარი ჰამედ კაზემზაზე და არქეოლოგი და უფროსი მკვლევარი ანაიტა შახროხი. ღონისძიებაზე იქნება ნაჩვენები ირანული მხატვრული და დოკუმენტური ფილმები.

1. სოციალური დოკუმენტური ფილმები ( 11:00-13:45)

•    შვიდი უსინათლო ოპერატორი ქალი

რეჟისორი: მოჰამედ შირვანი
ენა: სპარსული
ტიტრები: ინგლისური
რეჟისორმა მოჰამედ შირვანმა უსინათლო ქალთა ჯგუფს ჩაუტარა ტრენინგები კინო-ოპერატორობაში, შეასწავლა მათ, როგორ აღბეჭდონ კადრზე გარშემომყოფები პატარა ვიდეო-კამერით, მხედველობის მქონე ადამიანების დახმარების გარეშე.
ამ მუშაობის შედეგად უსინათლო ადამიანების რეჟისურით შეიქმნა მოკლე დოკუმეტური ფილმები:
1.”საუბარი კედელთან”(სარა პარტო)
2.”მოწმის სიკვდილი”(შოკოფე დავარნეჟა)
3.”სიცოცხლის ბილიკი”(ნარგიზ ჰაქიქატი)
4.”ბოლო ღამის ჩანაწერები”(ბანაფშე ახმადი)
5.”მწველი ალი” (მაჰდის ელაჰი)
6.”კარგი ღამე”(ნაგმეჰ აფიატი)
7.”სიყვარული”(ნედა ჰაქიქატი)

•    ”რიტმის გარეშე”

რეჟისორი: მოჯტაბა მირტამასბი
ენა: სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ფილმი შეეხება ირანულ ანდერგრაუნდ მუსიკას, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეზღუდვებს.

2. ისტორიული, არქეოლოგიური და კულტურული დოკუმენტური ფილმები (14:00-17:45)

•    ”ირანი, რევოლუციური კინემატოგრაფია”
რეჟისორი: ნადერ ტ.ჰომაიონი
ენა:ინგლისური, სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ფილმი ეხება ირანული ფილმის ისტორიას (1978 წლის ირანის რევოლუციამდე და მის შემდეგ).

•    ”კალ ჯენი”
რიჟისორი: მოჰამედ მოქამადი
ენა: სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ეს ფილმი გადაღებულია დოკუმენტური ფილმის შემქმნელების მიერ არქეოლოგიურ ექსპედიციაზე, რომელიც ჩატარდა ირანის ცენტრში არსებულ ტერიტორიაზე ”კალ ჯენზე”.

•    ”სარა ხათუნი”
რეჟისორი: მაჰმუდ კიანი ფლავარჯონი
ენა: სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ფილმი ეხება ირანის ცენტრში, ისპაფანთან ახლოს მდებარე ისტორიულ და რელიგიურ ადგილს, რომელსაც ერთდროულად იყენებდნენ როგორც ებრაელები, ასევე მუსლიმები.

•    ”ვარ ჯამ”
რეჟისორი: მოჰამედ მოქამადი
ენა: სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ფილმი ეხება ირანის ერთ-ერთ არქეოლოგიურ რეგიონს, მასში აღწერილია გათხრებთან დაკავშირებული ისტორია და მის დროს აღმოჩენილი ნივთების კავშირი ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებთან.

•    ”აღდგენილი პერსეპოლისი”
რეჟისორი: ფარზინ რეზაიანი
ენა: ინგლისური, სპარსული
ტიტრები: ინგლისური
ფილმი ეხება ანტიკური ირანის კულტურას და ისტორიას აქამენიანთა იმპერიის პერიოდში. ფილმში ნაჩვენებია პერსეპოლისის ვირტუალური რეკონსტრუქცია.

3. იალდას ღამის (წლის ყველაზე გრძელი ღამე)  აღსანიშნავად გადაღებული ირანული მუსიკალური რგოლი (18:00-18:30).

ბანერები