ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირანი და კავკასია: ისტორია, კულტურა, თანამედროვე ურთიერთობები

ღონისძიებები

1-2 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია - „ირანი და კავკასია: ისტორია, კულტურა, თანამედროვე ურთიერთობები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და ანატოლიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტი. კონფერენცია ეძღვნება ირანისა და კავკასიის რეგიონის ურთიერთობების აქტუალური საკითხების კვლევას. კონფერენციის თემატიკა მოიცავს ენობრივ, ლიტერატურულსა და კულტურულ კავშირებს, ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ირანელთა მოღვაწეობას კავკასიის ქვეყნებში. ქართველი მკვლევრების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობენ ფრანგი, ირანელი, შვეიცარიელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და დაღესტნელი მეცნიერები. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის დრო: 1-ლი ოქტომბერი, 10:00-18:00 საათი 2 ოქტომბერი, 10:00-13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი G , აუდიტორია 106

იხ.პროგრამა >>>

ბანერები