ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“

ღონისძიებები

18 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში.

დრო: 18 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები