ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირაკლი მაჭარაშვილის საჯარო ლექცია - ”ეკოსისტემების ეკონომიკური შეფასება“

ღონისძიებები

3 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მაჭარაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”ეკოსისტემების ეკონომიკური შეფასება“.

ილიაუნის პროექტი „ახალი განმანათლებლობა“ ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 3 აპრილი, 16:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები