ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ირაკლი ფაღავას წიგნის „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ირაკლი ფაღავას წიგნის „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ პრეზენტაცია.

რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი „დაღესტნისა და საქართველოს ნუმიზმატიკური წარსული“ კავკასიაში მოსახლე ერებს შორის ნუმიზმატიკურ კავშირებს ეძღვნება. კერძოდ, განხილულია XII-XIII სს. მიჯნაზე საქართველოს სამეფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფ, ჯერ კიდევ ქრისტიანულ ხუნძეთში / ავარიაში მოჭრილი ქართულენოვანი მონეტები; ასევე გაანალიზებულია ცნობები XVIII საუკუნეში დაღესტნის აულ კუბაჩიში მიმბაძველობითი ფულის გამოშვების შესახებ, რომლის პროტოტიპიც, ჩანს, თბილისის სამონეტო ნაწარმი იყო.

დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები