ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იოსტ გიპერტის იუბილე ილიაუნიში

ღონისძიებები

12 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, A 101 - აუდიტორია) გაიმართება ცნობილი ქართველოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, იოსტ გიპერტის იუბილე.

ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში იოსტ გიპერტმა ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელა უმნიშვნელოვანესი პროექტები ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დღემდე ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური (განსაკუთრებით ძველი ქართული ტექსტების) და კავკასიოლოგიური ელექტრონული რესურსების ბაზა.

იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრთან.

ბანერები