ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იოსებ ჟორდანიას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 1-ლ ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A 101 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, მელბურნის უნივერსიტეტის ლექტორის, იოსებ (სოსო) ჟორდანიას ლექციაზე: „მუსიკა და მეტყველება ადამიანის ევოლუციის ჭრილში“.
 
იოსებ ჟორდანია მელბურნის უნივერსიტეტთან არსებული მუსიკის კონსერვატორიის  საპატიო წევრი და ტრადიციული პოლიფონიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელია. ის  მეცნიერებათა დოქტორი და  ფუმიო კოიცუმის პრემიის (ეთნომუსიკოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ჯილდო) ლაურეატია. მუშაობს ხალხური მრავალხმიანობის საკითხებზე, ასევე - მუსიკის გენეზისზე და მის როლზე ადამიანის ევოლუციაში.

ლექციის დრო: 1-ლი ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A 101 აუდიტორია

ბანერები