ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ – წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება წიგნის „ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორები არიან: დავით მაისურაძე, ირაკლი შაკიაშვილი, მაგდა ლაზიშვილი, ირინა იამანიძე, ლუკა კოდუა, რედაქტორი – შალვა პაპუაშვილი.

წიგნი შექმნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში [გრანტის ნომერი: YS-2016-50; პროექტის სახელწოდება: „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით“]. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კოორდინირებით.

წიგნში მიმოხილულია საკორპორაციო სამართალში ინვესტიციის დაცვის რამდენიმე ძირითადი მექანიზმი, ასევე გაანალიზებუია გადახდისუუნარობის სამართლის სხვადასხვა ასპექტი, ფართოდ არის გამოყენებული დუინგ ბიზნესის მეთოდოლოგია და ქართული და უცხოური სასამართლო პრაქტიკის მაგალითები.

პრეზენტაციაზე წიგნები დარიგდება უსასყიდლოდ.

დრო: 17 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 დასწრება თავისუფალია. 

ბანერები